ახალი ამბები
ხაშურის ცენტრში ქალი დანით დაჭრეს - ბრალდებულია ქმარი
ხაშურის ცენტრში ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. შემთხვევა შუადღეს მოხდა. 

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა, რომელიც ახალგაზრდა ქალის მეუღლე აღმოჩნდა. 

"გულ-მკერდის და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები გახლდათ. ასევე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით. დაუყოვნებლივ მოვათავსეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ოპერაციის შედეგის მიხედვით, გვექნება ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამატებით მოგაწვდით,"-განაცხადა "ახალი კლინიკის" დირექტორმა კახა ხელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს პოლიციის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც მამაკაცის შეჩერება და განიარაღება შეძლო. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები