ახალი ამბები
პოლიციამ ხაშურში ქალის დაჭრაში მხილებული პირი ადგილზე დააკავა
ხაშურის ცენტრში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ქალის დაჭრაშია მხილებული.

ამის ამსახველი კადრები მოქალაქემ დააკავა. შემთხვევა შუადღეს, ,,პსპ"-ს აფთიაქის სიახლოვეს მოხდა.

"გულ-მკერდის და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები გახლდათ. ასევე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით. დაუყოვნებლივ მოვათავსეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ოპერაციის შედეგის მიხედვით, გვექნება ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამატებით მოგაწვდით,"-განაცხადა "ახალი კლინიკის" დირექტორმა კახა ხელაძემ

ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს.

ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში
იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები