ახალი ამბები
11 სოფელს გორის მუნიციპალიტეტში მთის დასახლების სტატუსი მიენიჭება
გორში, გამყოფ ხაზთან მდებარე 11 სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, მთის დასახლების სტატუსი შემდეგ სოფლებს მიენიჭა:

1)ბერშუეთი
2)ახალუბანი
3) მეჯვრისხევი
4)ქერე
5)ხურვალეთი
6)ჯარიაშენი
7)აძვი
8)ფლავი
9)ფლავისმანი
10)ქვემო ხვითი
11)ქვეში

,,ყველა სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ისინი ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ უფრო მეტი პრივილეგიებით ისარგებლებენ. გორის მუნიციპალიტეტის 51 სოფელი მთის სტატუსით უკვე სარგებლობს." - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მასშტაბით „მთის სტატუსი“ კიდევ 19 სოფელს მიენიჭება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონში შეიცვლება მაღალმთიანი დასახლების და ასეთ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები