ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა მოქალაქემ გორის პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა
დღეს, ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს და შს სამინისტროს წარმომადგენლებს ერგნეთში გადასცეს.

გათავისუფლებულმა მოქალაქემ გორში სამხარეო პოლიციის შენობა უკომენტაროდ, სპეციალური კარიდან დატოვა. ის გუშინ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს დააკავეს.

დღესვე ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია იანვარსა და თებერვალში დაკავებული პირების სტატისტიკის შესახებ.

2020 წლის თებერვალში, გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 38 მოქალაქე დააკავეს. იანვარში კი, - 36.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის სპიკერის განცხადებით, დაკავებულებიდან 20-მა ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი დარღვია, ხოლო 18-მა ,,საზღვარი"

აქედან 26 მოქალაქე თანხით დააჯარიმეს, ხუთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გაძევებით, ორი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს, სამს გაფრთხილება მისცეს, ორი დამრღვევის მიმართ კი, არავითარი გადაწყვეტილება მიიღეს.

”ჯამში, დამრღვევების მიერ გადახდილი ჯარიმების შედეგად, სახელმწიფომ შემოსავალის სახით მიიღო 130 ათასი რუბლის ოდენობით,” - განაცხადეს ცხინვალის ,,კგბ"-ში.

ოსური მედიის ცნობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ე.წ. საზღვართან ზომები გაამკაცრა.

,,საქართველოში COVID-19 კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 27 თებერვლიდან დახურულიყო ყველა გამშვები პუნქტი მეზობელ სახელმწიფოსთან." - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები