ახალი ამბები
გორში ბუნებრივი აირის სუნის გამო კორპუსის მცხოვრებლებმა პატრული გამოიძახეს
გორში, გვიან ღამით, იმ კერას ეძებდნენ, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა. ამის თაობაზე, კორპუსის მცხოვრებლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, სტალინის ქუჩაზე, #33 კორპუსში სამაშველო სამსახურისა და ,,საქორგგაზის" თანამშრომლები გამოიძახეს. შეტყობინების ავტორი იყო ორი ახალგაზრდა:

,,როდესაც კოპურსს მოვუახლოვდით, აშკარად, მკვეთრი სუნი ვიგრძენით, მაშინვე დავუკავშირდით 112-ს" - გვითხრეს ახალგაზრდებმა.

შემოწმების მიზნით, ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალის კონკრეტული მონაკვეთები გადაკეტეს. ქარის გამო, სუნის წარმოშობის კონკრეტული ლოკაციის განსაზღვრა შეუძლებელი აღმოჩნდა. ზუსტი მიზეზის დასადგენად მოკვლევა გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები