ახალი ამბები
ავტობანზე მანქანა მგელს დაეჯახა
ავტობანზე მანქანა მგელს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე ავრცელებს. 

მისი თქმით, დაშავებული მგელი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ოკამის გადასახვევთან, ნახეს.

,,ავტობანზე მანქადარტყმული მგელი ვიპოვეთ ჩავსვით მანქანაში, მოვიდა პატრული, გარემოს დაცვის დეპარტამენტი. სანამ გაარკვიეს, მე გამომატანდნენ, თუ თითონ წაიყვანდნენ, მანამდე მოკვდა. გამოვიტირე, ვეფერე და წაიყვანეს მკვდარი დასამარხად" - აცხადებს ცხოველთა დამცველი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები