ახალი ამბები
გორში მანქანა ამოტრიალდა - დაშავდნენ 14 და 18 წლის ბიჭები
გორში, კვერნაქის დასახლებაში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითთა სავალ ნაწილზე ამობრუნდა.

ავარიის დროს მანქანაში 14 და 18 წლის ბიჭები ისხდნენ. ორივე მათგანი გადაყვანილია ,,გორმედის" კლინიკაში, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები.

,,ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება, პარალელურად, გრძელდება კვლევები. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს ექიმი ვიტალი სავანელი

შსს-მ გამოიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. (მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია)
Print

სტატიის გამოყენების პირობები