ახალი ამბები
გორში სტალინის ქუჩაზე ავარიისას 4 ადამიანი დაშავდა
გორში, სტალინის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულია 20-დან 25 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი.

შს სამინისტროს ცნობით, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ,,ერთი მათგანი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. აღენიშნება თავის ტრავმა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში." - აღნიშნავენ სამედიცინო დაწესებულებაში.

ოთხივე დაშავებული გორელია. შსს-მ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები