ახალი ამბები
იგოეთთან ავარია მსხვერპლით დასრულდა - ერთმანეთს ,,ტრაილერი" და სამგზავრო ,,მინივენი" შეეჯახა
ავტობანზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ იგოეთთან, ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დაახლოებით 23 საათზე მოხდა.

ერთმანეთს დასავლეთისკენ მიმავალი სატვირთო ავტომანქანა და ფორდის მარკის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქ ავტმანქანაში მყოფი ერთი ადამიანი.

,,მინივენის" მგზავრები სხვადასხვა დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაყვანეს. შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. (მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
Print

სტატიის გამოყენების პირობები