ახალი ამბები
გორის სოფლებში ქალთა და კაცთა რაოდენობა თითქმის თანაბარია
ბოლო 5 წელიწადში შიდა ქართლის მოსახლეობა დაახლოებით 6 ათასი ადამიანით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

იმ დროს, როდესაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის დროს, შიდა ქართლში 263 382 ადამიანი ცხოვრობდა, 2019 წლის მონაცემებით, ამ ციფრმა 257 300-მდე დაიწია. სხვაობა 6 082-ია.

2014 საყოველთაო აღწერისას დადგინდა, რომ რეგიონში 128 282 მამაკაცი და 135 100 ქალი ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად:

ქ. გორი - სულ 48,143 მოსახლე
კაცი - 22,141
ქალი - 26,002

გორის სოფლები - სულ 77,549 მოსახლე
კაცი - 38,603
ქალი - 38,946

კასპის მუნიციპალიტეტი - სულ 43,771 მოსახლე
კაცი - 21,609
ქალი - 22,162


ქარელის მუნიციპალიტეტი - სულ 41,316 მოსახლე
კაცი - 20,410
ქალი - 20,906


ხაშურის მუნიციპალიტეტი სულ - 52,603 მოსახლე
კაცი - 25,519
ქალი - 27,084

2019 წლის მონაცემებითვე, სოფლად 155 400 ადამიანი, ხოლო ქალაქად - 101 900 ადამიანი ცხოვრობს.

რეგიონში 4 ქალაქი და 373 სოფელია. იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც აქტიურ, სამუშაო ძალას წარმოადგენს, შეადგენს 129 800 ადამიანს. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, დასაქმებულად 111 000 ადამიანიითვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების დონე, პწარმოადგენს 52,1%-ს.

რეგიონის განვითარების სტრატეფიის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, თითქმის ნახევარი (46 %) გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტზე კი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბრადაა განაწილებული: ხაშურში მოსახლეობის 20 %, ხოლო ქარელსა და კასპში - 17% ცხოვრობს.

,,შიდა ქართლის რეგიონი უპირატესად რურალურია (სასოფლოა) და მისი ურბანიზაციის დონე 40%-საც ვერ აღწევს. ასეთი მაჩვენებელი არაინდუსტრიული, განვითარებადი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი.“ - აღნიშნულია განვითარების გეგმაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები