ახალი ამბები
"ვათავისუფლებ" - ნიქოზში ბილინგვური ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა
"ვათავისუფლებ" - ბილინგვური ანთოლოგიის პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართა დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში.

წიგნში 18 მწერლის 50 ლექსია შესული. საღამოს მწერლები, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ასევე მოძრაობა ლელოს ლიდერები და ადგილობრივი ქალბატონები ესწრებოდნენ.    

ღონისძიება ყველა იმ ქალს მიეძღვნა, ვინც მამაკაცის ხელით იქნა მოკლული.

ზემო ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში შეკრებილი იყვნენ ამ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

სახელოვნებო სკოლაში თბილისიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ისაუბრეს კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, ქალთა როლზე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და იმ აუცილებლობებზე, რომელიც ადგილობრივებს აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები