ახალი ამბები
კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობიდან გადადგა
კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დილით დაწერა.

Qartrli.ge-სთან საუბრისას მანუჩარ მერებაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მას რამდენიმე თვის წინაც სურდა, თუმცა იმის გამო, რომ პროექტები, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა, დასასრულებელი იყო, აღარ გადადგა.

,,თანამდებობიდან გადადგომა რამდენიმე თვის წინაც მინდოდა, თუმცა იმის გამო, რომ გარდამავალი პოერიოდი იყო და პროექტები დასრულებული არ იყო, მაშინ განცხადება აღარ დავწერე. ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, რაც მე ამ თანამდებობაზე ვიყავი, ძალიან წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყოველთვის საჭიროა ახალი სახეები. არ ვაპირებ საჯარო სექტორში დარჩენას, ჩემს საქმიანობას კერძო სექტორში გავაგრძელებ. დღეს დილით დავწერე განცხადება, დავემშვიდობე თანამშრომლებს და წარმატება ვუსურვეთ ერთმანეთს. “ - აღნიშნა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები