ახალი ამბები
გორი-უფლისციხის გზაზე ასფალტი ჩაინგრა
გორი უფლიისციხის გზაზე ასფალტი ჩაინგრა. ფაქტი სოფელ ხიდისთავში მოხდა.

გზის დაზიანების მიზეზი, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ხრეშით დატვირთული მანქანების მოძრაობა გახდა. ასფალტის ქვეშ სანიაღვრე არხი გადის.

,,სამი დღის წინ შეეტყო გზას დაზიანება და საბოლოოდ გუშინ ღამით ჩაინგრა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტი, მათი თქმით პრობლემას სავარაუდოდ ერთ დღეში მოაგვარებენ." - გვითხრეს ადგილობრივებმა.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებული საფარის ქვეშ ახალი მილი დამონტაჟდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები