ახალი ამბები
როგორ ფილტრავენ კანალიზაციას გორში (VIDEO)



გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე ბიოგამწმენდიდან 1 წელიწადში 5 ტომარა სასუქი მიიღეს. საკანალიზაციო წყლის გადამუშავების შედეგად კი, ტექნიკურ (მეორად) წყალს იღებენ
.

ტექნიკურ წყალს ამ ეტაპზე ვერ იყენებენ. მისი გამოყენება სარწყავად შესაძლებელია:

,,ეს დანადგარი ფეკალურ მასებს მავნე ნივთიერებებისგან ასუფთავებს მდინარე მტკვარში ჩადინებამდე. მდინარეში მიდის მხოლოდ გაწმენდილი წყლები. არავითარი ბაქტერია, არავითარი ჩხირი შიგ არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამას არავინ დალევს, მაგრამ ეს იხმარება მეორად წყლებად ევროპაში, სარეცხზე, მორწყვაზე და ა.შ., დიდებულია." - გვეუბნება წყალარინების სამსახურის წარმომადგენელი გელა ასკილაშვილი.

ის სადგურის დასახლებაში მდებარე ბიოგამწმენდს კურირებს და ამბობს, რომ ქალაქ გორს უნიკალური ობიექტი გააჩნია:

,,სადგურის დასახლებისთვის ეს დიდიც არის, რადგან წარმადობა დიდი აქვს, მაგრამ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში საჭიროა გამწმენდი ნაგებობები, მაგას არ უნდა ლაპარაკი. მიიღება საუკეთესო სასუქი, მაგრამ ეს ისეთი მცირე რაოდენობაა, რომ წელიწადში შეიძლება მოვაგროვოთ 4-5 ტომარა. მაგრამ ეს რომ იყოს დიდი დანადგარი, დიდი წარმადობა დადი დასახლება იყოს, [სასუქის] რაოდენობა ისეთი იქნებოდა, სასუქად გამოიყენებდა ადამიანი."- ამბობს გელა ასკილაშვილი.

მსგავსი ნაგებობები ეკოლოგიის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების რეკომენდაციებით შენდება კანალიზაციის გაფილტვრის შემდეგ დარჩენილი მასის გამოყენება კი სასუქადაა შესაძლებელი.

ე.წ. წყალარინების ბუნებრივი გამწმენდი ნაგებობა გორში 2016 წლიდან მუშაობს, ის ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს, სადგურის დასახლებას მოიცავს.

გორის დანარჩენი უბნები ამ დანადგარს ვერ უკავშირდება, რადგან ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. ქსელში მთელი ქალაქის ჩართვის შემთხვევაში მდინარე მტკვარში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები