ახალი ამბები
ზოომაღაზიის საჩუქარი მიუსაფარი ძაღლებისთვის
გორში, წმინდაწყალზე, მიუსაფარ ძაღლებს  კვებავენ. სპეციალური ჭურჭელი ძაღლებს მუდამ სავსვე ხვდებათ.

ინიციატივა კლინიკა ,,მარკოს" და მის ხელმძღვანელს ეკუთვნის. ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი იმაზე წუხს, რომ ზოგიერთი გამვლელი ძაღლებს ურტყავს და აგდებს:

,,დიდი ხანი არაა, რაც აქ გამოვედით. აქ მოსიარულე ძაღლი არცერთია აგრესიული, მიუხედავად ამისა, ვიგებ, რომ ზოგიერთი გამვლელი ურტყავს და აგდებს." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ზოომაღაზიამ ზამთრის ყინვიან პერიოდში 12 ძაღლი შეიფარა.

,,ყინვიან დღეებში რამდენიმე ძაღლს მაღაზიაში ეძინა ხოლმე მთელი ღამის განმავლობაში. ვიდრე არ მოვიდოდით, ერთი ადგილიდან არ ინძრეოდნენ. სხვათა შორის, ჩავუტარეთ პროფილაქტიკური სამუშაოები, დავამუშავეთ მკბენარებზე" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

ზოომაღაზია გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ხინკლის სახლისა და ავერსის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები