ახალი ამბები
გორის ცენტრი ზამთარ-ზაფხულ წითელ ფერებში იქნება
ფოტოზე: წითელი ნეკერჩხალი ზამთარ-ზაფხულ

გორის მერია იტყობინება, რომ 1 ცალი წითელი ნეკერჩხალი ინვესტორმა აჩუქა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ინვესტორის ვინაობას მერიის პრეს-სამსახურში არ აცხადებენ, რადგან, როგორც ირკვევა, აღნიშნულ ინვესტორს არ სურს გამოჩენა. ასევე, არ კონკრეტდება ის სფერო, რომელშიც ინვესტორი მოღვაწეობს.

,,ქალაქის იერ-სახის გალამაზების მიზნით, გორში, ამილახვრის ქუჩაზე მდებარე სკვერში წითელი ნეკერჩხალი დაირგო, რომელიც ერთ-ერთმა ინვესტორმა გორის მერიას საჩუქრად გადასცა. წითელი ნეკერჩხალი იაპონური ნეკერჩხლების ოჯახის დეკორატიული მცენარეა, რომელიც იშვიათი სილამაზის ზამთარ - ზაფხულ წითლად შეფერილი ფოთლებით გამოირჩევა." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები