ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ხანძრის 70 კერა ერთ კვირაში გაჩნდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხანძრის 70-მდე კერა გაჩნდა. ცხინვალის მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ჩამქრალია 12 კერა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ხმელ ბალახს ხე-ბუჩქრნარს უკიდია ზნაურის რაიონის სოფელში: წინდარა, ისაკკარში, აზუატში, წნელისში.

ასევე ცხინვალის რაიონის სოფლებში სარაბუკში, დმენისში, ტიხრევში, ხოდში, ქურთაში, აბრევში, 

,,კიდევ ერთი ხანძარი დაფიქსირდა ცხინვალში, სადაც უპასუხისმგებლო მოქალაქეებმა ცეცხლი წაუკიდეს ბალახს და ცეცხლი ბეღელში გავრცელდა, სახლი მთლიანად დაიწვა. ერთი სიტყვით,  ხანძარი აღირიცხა რესპუბლიკის ყველა რეგიონში და ეს ყველაფერი ინდივიდების ბრალი იყო." - აღნიშნავენ ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

,,სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ცეცხლი არ წაუკიდონ მშრალ ბალახს, განსაკუთრებით ბინის კორპუსებთან ახლოს, გახსოვდეთ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები ყოველთვის ავერ შეძლებენ დროულად მოსვლას" - წერია მიმართვაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები