ახალი ამბები
ტრენინგი რეგიონებში - რა არის ნატო?!


,,ყველაზე მეტად ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ვისმენ კითხვებს, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ არ მიხდის ხელფასს ამერიკა ან ნატო?" - ამბობს ნათია გვენეტაძე.

მან რეგიონებში უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და დარწმუნდა იმაში, რომ ნატოსთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებული არაა.

მორიგი ასეთი შეხვედრა გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, სადაც ექსპერტმა, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ნატოს შესახებ ესაუბრა.

სემინარის დასაწყისში პოლიტიკურ მეცნიერებაში გამართულ დისკუსიაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც პოლიტოლოგოები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ნატოს დანიშნულების შესახებ, კამათობენ.

,,რეალისტების" აზრით, ნატოს აღარ აქვს ის ფუნქცია, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. რეალისტების აზრით, რაკი საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღარ უნდა არსებობს ეს ორგანიზაციაც. ნატოს მთავარი ფუნქცია დიდი ქვეყნების შეკავების პოლიტიკა იყო, რომლებსაც ბირთვული იარაღი გააჩნიათ და შემოსავლის დიდ ნაწილს შეიარაღებაში ხარჯავენ.

,,ლიბერალების" შეფასებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კვლავ უნდა არსებობდეს, თუმცა შეცვლილი ფუნქციებით. ფუნქციებში იგულისხმება იმ სფეროების განვითარება, რომელზეც საერთაშორისო სხვადასხვა სახის (სავაჭრო, ეკონომიკური და ა.შ.) ორგანიზაციები მუშაობენ. ,,ლიბერალები თვლიდნენ, რომ ჯობია ახალი ორგანიზაციის შექმნას, არსებობდეს ეს ორგანიზაცია, ოღონდ შევცვალოთ ფუნქციები" - განმარტავს ნათია გვენეტაძე.

ექპერტისთვის ყველაზე მისაღებია კონსტრუქტივისტების მიდგომა, რომელიც ალიანს განიხილავს იმ ჭრილში, როდესაც მისი წევრები საერთო ღირებულებების ირგვლივ იკრიბებიან, თანხმდებიან პირობებზე და ამ შეთანხმებულ პირობებს ასრულებენ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები