ახალი ამბები
ქვახვრელში რკინიგზის სადგურიდან უფლისციხის გზამდე ასფალტის დაგება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 1-ელი ეტაპის მოასფალტების სამუშაოები სრულდება. რკინიგზის სადგურიდან უფლისციხის მუზეუმის გზამდე ახალი ასფალტი დაიგო.

მატარებლით ჩასულ ტურისტებს, განსაკუთრებით ნალექიანი ამინდების შემდეგ, კომფორტულად მოუწევთ მუზეუმამდე გადაადგილება.

რაც შეეხება სოფლის შიდა, ცენტრალური გზის დარჩენილ ნაწილს, გორის მერიამ რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე არსებული გზის მოასფალტებისთვის, პროექტის შესაძენი თანხა გამოყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები