ახალი ამბები
ქარელში 75 წლის კაცს მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოართვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში 75 წლის მამაკაცი დააჯარიმეს და მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოართვეს. ამის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომელიც აგარის ცენტრალური მაგისტრალზე მოხდა.

როგორც ფაქტის შემსწრე მოქალაქემ გვაცნობა, ავტომანქანა მოსახვევში კედელს დაეჯახა, ხოლო მამაკაცმა დაჟეჟილობები სახის არეში მიიღო. პოლიციამ შეამოწმა ალკოტესტზე და ნასვამი აღმოჩნდა:

,,აღნიშნული პიროვნება დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით" - აცხადებენ შსს-ში. ეს მუხლი კი, გულისხმობს: - ,,სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას."

დაზიანების მიუხედავად, 75-წლის კაცის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, არ გახდა საჭირო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები