ახალი ამბები
იტალიის ქალაქ ტრევიზოს მოსახლეობამ საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვება დაიწყო
ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ტრევიზოში, სამედიცინო დაწესებულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ფულის შეგროვება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტრევიზოს მედიის ცნობით, გამოქვეყნებულია სპეციალური ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა მიმდინარეობს:

,,ქალაქში 86 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისათვის ინფიცირებულია - 160, ხოლო გარდაცვლილი - 17. გაერთიანდნენ და ფულს აგროვებენ თავისი ქალაქის საავადმყოფოებისათვის, რომლებიც ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტზეა, მაგრამ მოქალაქეები ამგვარად სახელმწიფოსაც ეხმარებიან" - წერს ქართველი მოქალაქე, რომელიც ტრევიზოში ცხოვრობს.

იტალია, კორონავირუსის გავრცელების გამო, წითელ ზონად გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები