ახალი ამბები
გორში ხელოსანთან დაყენებული მანქანა მეპატრონეს გაძარცვული დახვდა
მეპატრონეს, რომელსაც მანქანას ხელოსანთან ყავდა მიყვანილი, საბურავები აღარ დახვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას აცნობა.

დილიდან ბაქოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი გვიან ღამით გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. მანქანას აღარ აქვს 4 საბურავი, მოხსნილი აქვს დისკები და ბლოკებზეა დაყენებული.

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით. (ქურდობა - სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები