ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე სუპერმარკეტი გატეხეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სუპერმარკეტი გატეხეს. შემთხვევა ჯორბენაძის ქუჩაზე დილის 1 საათზე მოხდა. 

პოლიციას დაცვის სამსახურმა შეატყობინა. მათი განცხადებით, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნება იდენტიფიცირებულია, ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. 

მამაკაცმა სუპერმარკეტის ფანჯარა იმ ადგილას ჩაამტვრია, სადაც ალკოჰოლური სასმელებია განთავსებული. წაღებულია 4 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. 

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები