ახალი ამბები
თედოწმინდაში დაწყებითი საფეხურის სკოლის მშენებლობა დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებისთვის 1 080 000 ლარი იხარჯება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი.

,,საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი საფეხურის კლასების (I-IV კლასი) მოსწავლეებს მოემსახურება. ამ ეტაპზე სოფელში შესაბამისი ასაკის 40 - მდე ბავშვი ცხოვრობს. მათი დიდი უმრავლესობა მეზობელ სოფლების ან გორის საჯარო სკოლებით სარგებლობს. ადგილობრივები აღნიშნულის მიზეზად სოფელში მოქმედი საჯარო სკოლის შენობის გაუმართაობას ასახელებენ." - აცხადებენ მერიაში.

სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები