ახალი ამბები
კომბინატში იმ ავარიის რეკონსტრუქცია მოახდინეს, სადაც მოზარდი დაიღუპა
გორში, კომბინატში ავარიის რეკონსტრუქცია აღადგინეს, სადაც მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 28 იანვარს მოხდა.

პოლიცია იძიებს ფაქტს, თუ რამდენად იყო დამნაშავე ერთ-ერთი მანქანის მძღოლი.

,,ადრე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მოხდა ავარიის სცენარის აღდგენა." - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

შემთხვევა 28 იანვარს დაახლოებით 20:00 სთ-ზე მოხდა. გორი-ტინისხიდის გზაზე, კომბინატის რკინიგზის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ერთ-ერთი მანქანა კი, სადაც არასრულწლოვნებიც ისხდნენ. ავარიისას ერთ-ერთი მოზარდი დაიღუპა.

იხ. ამავე თემაზე

გორი-ტინისხიდის გზაზე ავარია მოხდა

ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

Print

სტატიის გამოყენების პირობები