ახალი ამბები
სახალხო დამცველის შიდა ქართლის ოფისი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

ოფისის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, მიიღეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება რეგიონებში განთავსებულ ოფისებზეც.

,,დროებით შეჩერებულია მოქალაქეთა მიღება ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. დაინტერესებულ პირებს განცხადებებისა და საჩივრების გადმოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზიც." - აღნიშნულია განცხადებაში.

საჭიროებისას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ცხელი ხაზი - 14 81
ელექტორნული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ 551 661 477
Print

სტატიის გამოყენების პირობები