ახალი ამბები
გორში საბჭოთა პერიოდის მანქანები ჩამოიყვანეს


გორში ფილმს იღებენ. სცენარის მიხედვით, ამბავი გასული საუკუნის 60-იანი წლების პერიოდს ეხება, რის გამოც ორგანიზატორებს ამავე პერიოდის მანქანები დასჭირდათ.

კერძო კოლექციონერებისგან დაქირავებული მანქანები გორში გვიან ღამით ჩამოიყვანეს.

სასცენო გადაღებები ქალაქის მთავარ მოედანზე ჩატარდა.

,,შემოვიდა წერილი, რომ უნდოდათ შენობის ფასადის გადაღება და ასევე სხვა ლოკაციები მასიური სცენისათვის. ჩვენ მხოლოდ ფასადის გადაღების უფლება მივეცით. რაც შეეხება მასიურ გადაღებებს, მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩვენა ყველა მასობრივი ღონისძიება გადავდეთ, ამიტომ, ე.წ. მასოვკის გადაღების უფლება არც გადამღებ ჯგუფს მივეცით" - განაცხადა გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა რამაზ შიოშვილმა.

ორგანიზატორები, მასიური სცენებისთვის, 17-30 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს იწვევენ.

,,ფილმი არის 60-იან წლებზე, პროექტია ინდოელების, გადამღები ჯგუფი ევროპელებისგან არის დაკომპლექტებული, მათ შორის მეტი წილი ქართველები. ფილმის გადაღება გაგრძელდება სავარაუდოდ 2 დღე." - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა დავით კეკელიამ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები