ახალი ამბები
ქვენატკოცაში ,,ახალგაზრდა ფერმერებმა" მესაქონლეობის ფერმა გააშენეს - სააგენტო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ახალგაზრდა ფერმერებმა მესაქონლეობის ფერმა გააშენეს. ამჟამად, ფერმაში 50 სული საქონელი ყავთ.

ჰოლშტეინის ძროხებისგან ყოველდღიუად 1 ტონა რძეს აწარმოებენ - აცხადებენ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში. მისი ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი 15 მარტს ფერმაში იმყოფებოდა.

ფერმის ასაშენებლად კოოპერატივმა ,,ახალგაზრდა ფერმერებმა" ფინანსური დახმარება პროგრამა ,,ახალგაზრდა მეწარმისგან" მიიღეს.

,,ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი მიღებული გრანტი." - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები