ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა
უხვი ნალექის (თოვლის) გამო ცხინვალი-ჯავა-როკის გვირაბის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვენებული განცხადების მიხედვით, ცხინვალსა და ვლადიკავკაზს შორის მიმოსვლა დღეს დილის 9:30 სთ-დან შეწყდა.

გარდა ამისა, ნალექიანი ამინდის გამო, გუშინ ელექტროგადამცემი ხაზიც დაზიანდა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირდება. ამავე უწყების ცნობით, ეძებდნენ დაზიანებულ კერას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები