ახალი ამბები
კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარი იქნება
პირი, რომელიც კარანტინის წესებს დაარღვევს, 3000 ლარით დაჯარიმდება. ახალ რეგულაციებს ის ცვლილებები ითვალისწებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პროექტი პარლამენტს მთავრობამ დღეს წარუდგინა. ამავე ცვლილების მიხედვით, იურიდიული პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 15 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

,,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს" - აღნიშნავენ შსს-ში.

რაც შეეხება გორს, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 მოქალაქე, კასპში - 9; ქარელში - 6; ხაშურში - 10.

გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 20 ადამიანი იმყოფება, აქედან 11 სამხედრო პირია. დღეს ლუგარის ლაბორატორია 4 ადამიანის ნიმუში გააგზავნეს. მანამდე გაგზავნილი 32 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს აღმოაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები