ახალი ამბები
გორში ,,აისეთინგის" მაღაზიის ქურდობის ფაქტზე 22-წლის მამაკაცი დააკავეს
გორის პოლიციამ 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

,,სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო." - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ნაკლების ნახვა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები