ახალი ამბები
იაპონელი ხალხის დახმარება


იაპონიის საელჩო უკვე 20 წელზე მეტია აფინანსებს საქართველოში პროექტებს, „ადამიანის უსაფრთხოების“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ემსახურება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას იმგვარად, რომ ბუნებრივი რესურსები არ დაზიანდეს და ეკონომიკური ზრდის პარალელურად, დაცული იყოს გარემო: წყალი, ჰაერი, ნიადაგი.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 180 პროექტი, ჯამში 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. მათ შორის, აშენდა და/ან რეაბილიტირდა, ათეულობით სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფოები აღიჭურვა სამედიცინო ტექნიკით, მოეწყო სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურა (სარწყავი არხები, სამაცივრე მეურნეობები, და ა.შ.), ქვეყანას გადაეცა სახანძრო მანქანები და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ პროექტებს, რომლებიც ემსახურება მაღალმთიან ან ინფრასტრუქტურული ცენტრებიდან შორს მდებარე დასახლებებს, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ომით დაზარალებულ მოსახლეობას, დევნილებს, სოციალურად დაუცველ პირებს და ა.შ. ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა ფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის გადასახადებიდან, რითაც იაპონიის მთავრობა და ხალხი გამოხატავენ პატივისცემასა და მეგობრობას ქართველი ხალხის მიმართ.  იაპონიის საელჩომ დაგეგმა პრეს ტური, რომლის მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებისათვის ეჩვენებინათ ის ლოკაციები, სადაც განხორციელდა მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები