ახალი ამბები
გორში სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი დაიხურა
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიგინფზე განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური ღონისძიებები ტარდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელების მიზნისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობამ თავის დროზე შეწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დახურა საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს „დღეს შედგა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა განხილვების ძირითადი თემა გახლდათ კორონავირუსის გამოწვევები და მასთან ეფექტურად ბრძოლა, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში. უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივ ცხოვრების დროს სახელმწიფო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად ეფექტურად უპასუხებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები