ახალი ამბები
გორის სიახლოვეს 3 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ავარია დღეს ავტობანზე, გორის სიახლოვეს, მოხდა.

ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. მათ შორის, სატვირთო მანქანა და 2 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო წესების მოძრაობის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

3-ვე სატრანსპორტო საშუალება დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები