ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მორიგ 5 ნიმუშზე კორონავირუსი არ დადგინდა
23 მარტის მდგომარეობით მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 53 პაციენტი იმყოფება, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება, გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში გზავნილი 5 პირის ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია.

ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის თქმით, 21 მარტს ბოქსიებულ განყოფილებაში მოთავსებული ორ დაინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

,,დღეის მდგომარეობთ, გორის სმხედრო ჰოსპიტალის სკარანტინო სივრცეში იმყოფება 53 პაციენტი, აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა და 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება კორონა ვირუსით ინფიცირებულ ორ პირს, რომელიც 21 მარტიდან ჩვენთან ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ აღებულ 5 სინჯიდან ხუთივეს პასუხი უარყოფითია. ახლა მიმდინარეობს სკრინინგი დადასტურებულ ემთხვევებს რაც შეეხება, ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“-აღნიშნა დავით ბარლიანმა.

23 მარტის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები