ახალი ამბები
კასპის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ზეთი, კვერცი, ორცხობილა, ,,მოლოკო" და ხილფაფა დაურიგდებათ
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვებ პროდუქტებს სახლში დაურიგებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს მიიღო.

23 მარტის განკარგულების მიხედვით, მშობლები მიიღებენ: ზეთს, კვერცხს, შესქელებულ რძეს (მოლოკო), ორცხობილებს და ხილფაფას.

ბრძანების შესრულება საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მარინე ღვთისიაშვილს დაევალა. საბავშვო ბაღებში სულ 1568 აღსაზრდელია.

სულ ერთი თვის განმავლობაში მერია თითო ბავშვზე შემდეგი რაოდენობის პროდუქტს გასცემს: ორცხობილა, კვერცხი 10 ცალი, შესქელებული რძე - 3 ცალი, ზეთი - 1 ლიტრი და ხილფაფა 1 კილოგრამი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები