ახალი ამბები
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე 1000 პურს სოციალური დაუცველებისთვის საკუთარი სახსრებით შეისყიდის
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე კობა ბერიანიძე 1000 პურს სოციალური დაუცველებისთვის შეისყიდის. ამის შესახებ მან qartli.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ, შეუძლიათ პური მათთვის სასურველ საცხობში შეიძინონ:

,,თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, შეუძლიათ მომმართონ და ჩემი სახსრებით დავეხმარები" - ამბობს კობა ბერიანიძე.

მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 595 32 35 58

კობა ბერიანიძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები