ახალი ამბები
კასპში სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გადაწყდა
2020 წლის აპრილიდან კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ბარნაბიანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ 2020 წლის 20 მარტს მიიღო.

დაახლოებით 2 კმ-იანი გზის მოასფალტება 2 ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს დაიხარჯება 608 079 ლარი, ხოლო 2021 წელს - 781 820 ლარი.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გზის დაგება მოიცავს მონაკვეთს 9 აპრილის წყაროსა და მეტეხის გზას შორის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები