ახალი ამბები
წისქვილებში თხევადი აირის ბალონებს ცეცხლი გაუჩნდა

 

საგულისხმოა, რომ ცეცხლის აალება კობა საურის კუთვნილ წისქვილის ტერიტორიაზე მოხდა. კობა საური შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის იაგო საურის ძმაა.

 

ბალონებს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ღამის 12 საათზე გაზგასამართ ერთ-ერთ ავტომანქანაზე თხევად აირს ტვირთავდნენ. აალება ვერხვების დევნილთა დასახლებიდან დაინახეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შეატყობინეს. სოფელ ბერბუკში მისული ჟურნალისტები პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს და 15 წუთის განმავლობაში დააყოვნეს. ცეცხლის გაჩენის ფაქტი წისქვილების მეზობლად მცხოვრებმა იმ ღამით შეშინებულმა ბერბუკელებმა დაგვიდასტურეს.

 

იაგო საური რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის მაისში დაბრუნდა. მანამდე ის აღნიშნული თანამდებობიდან 2014 წლის 24 სექტემბერს გაუშვეს და მის ნაცვლად ქარელის პოლიციის უფროსი ლევან გენგაშვილი გადაიყვანეს. გენგაშვილს ,,ბრალად" 2012 წელს ქარელის ცენტრში, დღისით-მზისით, ,,ქართული ოცნების" აქტივისტის გიორგი ბერუაშვილის ცემა ედებოდა. 2015 წლის 2 თებერვალს გენგაშვილიც მოხსნეს, ხოლო მის ნაცვლად რეგიონის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი გიორგი ლოთუაშვილი დანიშნეს. 

 

 

რაც შეეხება ბერბუკის ხანძარს, სოფლის შესასვლელში პოლიცია იყო მობილიზებული, ხოლო Qartli.gE-ს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ხანძარი არ შეუჩნევიათ, სამაგიეროდ 20 წუთი უმიზეზოდ გააჩერეს. პატრულმა უმიზეზოდ გაჩერების გამო დაპირებული ბოდიშიც არ მოიხადა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები