ახალი ამბები
გორში ,,Coca-Cola Bottlers Georgia" წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე, კარანტინში მყოფ პირებისთვის და ხანდაზმულთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

კომპანია ,,Coca-Cola Bottlers Georgia" წარმომადგენლებმა აღნიშნულ ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტები მიუტანეს.



,,ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ჭირდება. ვიყავით ჰოსპიტალში, სადაც მოქალაქეები კარანტინში იმყოფებიან, ასევე ვესტუმრეთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ამ ადამიანების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა. ასევე, ვესტუმრეთ მრავალშვილიან, 5-სულიან ოჯახებს, მათ შორის, ისეთებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ცხოვრობენ" - გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.




24 მარტის მდგომარეობით, გორის ჰოსპიტალში 53 პაციენტი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა და 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რაც შეეხება კორონა ვირუსით ინფიცირებულ ორ პირს, რომელიც 21 მარტიდან ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლი კი წლებია ფუნქციონირებს. აღნიშნულ სოფელში ვითარება ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე გართულდა, რადგან მნახველების რაოდენობა შემცირდა. საქართველოში კორონავირუსის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ხანდაზმულებთან ვიზიტები მკაცრად შეიზღუდა. შესაბამისად, ხანდაზმულთა სახლი მხოლოდ სუბსიდიების იმედაც იყო დარჩენილი.




საქველმოქმედო აქციის წევრები სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებსაც ესტუმრნენ, როგორც ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წარმომადგენელმა გვითხრა, ასეთი 4 ოჯახი მოინახულეს. ეს ოჯახები მრავალშვილიანია. 5-შვილიან მშობლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ზრდიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები