ახალი ამბები
სოფელ ქიწნისში გიორგი ზაზაძეს და ქეთევან მიქელაძეს მე-8 შვილი შეეძინათ
დღეს ,,იავნანაში" დაიბადა ბავშვი, რომელიც ოჯახისთვის მერვე შვილია. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალშობილს მშობლებმა იაკობი დაარქვეს. ამავე კლინიკაში დაიბაბადებულა მისი 7 და-ძმა - ნინო, გაბრიელი, თეკლა, ბარბარე, მართა, მიქაელი და მარიამი.

იაკობი - წონით 3.8 კგ. დაიბადა. გიორგი ზაზაძის და ქეთევან მიქელაძის მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში ცხოვრობს.

,,დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ქეთევან მიქელაძის რვავე ორსულობა ექიმ გინეკოლოგის, ნინო შერმადინის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მეან გინეკოლოგი კი გივი მალიაშვილია.
გიორგი ზაზაძეს და ქეთევან მიქელაძეს ვულოცავთ მერვე შვილის დაბადებას!"- აცხადებენ კლინიკაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები