ახალი ამბები
კასპში შეჭირვებული ოჯახებისთვის პური რიგდება
ქალაქ კასპში შეჭირვებულები ოჯახებისთვის პურს არიგებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს კასპიდან აცნობეს.

აქციაში, მამა ლევანის თხოვნით, თითქმის ყველა საცხობის მფლობელი ჩაერთო.

იმ ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი არა აქვს და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის გარეშე დარჩა, პურის მიღება შეუძლიათ. ისინი ეკლესიასთან უნდა მივიდნენ.

,,კორონა ვირუსის გამო, სანამ უმეტესი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, კასპში არსებული თითქმის ყველა პურის საცხობის დახმარებით, დღეიდან, წმინდა გიორგის ტაძარში, ყოველდღე 11 საათზე, დავიწყეთ პურის დარიგება, ყველასთვის ვისაც უჭირის პურის ყიდვა. კასპელებო, ვისაც მსგავსი გაჭირვება ადგია გამოგზავნეთ." - წერს მამა ლევანი.

იგი  სამთავისის ეპარქიის სასულიერო დასის წევრია.

2020 წლის 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, სასურსათო მაღაზიების გარდა, ასევე არ მოძრაობს ტრანსპორტი, რკინიგზა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები