ახალი ამბები
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში 69 სტუდენტი დაბრუნდა - მათგან 59 როკის გვირაბის გავლით
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა იმ სტუდენტების რაოდენობას ადგენს, რომლებიც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 69-ს აღწევს.

თუმცა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა კოჩიევი ამბობს, რომ რუსეთიდან დაბრუნების თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსს მხოლოდ 26-მა სტუდენტმა აცნობა.

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა დაადგინდა, რომ რუსეთის საზღვარი როკის გვირაბის გავლით მხოლოდ 59-მა სტუდენტმა გადაკვეთა.

დანარჩენი 10 სტუდენტის შესვლის მონაცემები მედიისთვის უცნობია.

მარინა კოჩიევი ამბობს, რომ კორონავირუსის ფაქტი დე-ფაქტო რესპუბლიკაში არ ფიქსირდება, თუმცა ღონისძიებები ასატარებელია. ზოგადად, დე-ფაქტო რესპუბლიკაში მდგომარეობა ასეთია:

კარანტინის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება, 9 პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია, აქედან ერთ-ერთი ახალგორის რაიონის საავადმყოფოში წევს. რაც შეეხება თვითიზოლირებულ ადამიანებს, სახლის პირობებში თვითიზოლაციაში 22 მოქალაქე იმყოფება.

2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ. დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები