სოფელ სათემოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მცხოვრებ წიქარიძეების ოჯახს, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოეშალათ.

საკრებულოს წევრის, თამარ მურალოვის ცნობით, სახლი სიძველისგან არის დაზიანებული.

დღეს წიქარიძეებს Საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, იოსებ მუმლაძე, მერის წარმომადგენელი მოგელი ქობლიანიძე და სპეციალისტი ჯაბა ფარეხელაშვილი შეხვდნენ.

,,იოსებ მუმლაძე ოჯახს საკუთარი ძალებით დახმარებას შეპირდა. დღესვე მიუტანა ცემენტი, ქვიშა, ხოლო საშენ ბლოკს ხვალისთვის მიუტანენ. თანასოფლელები საკუთარი ძალებით შეასრულებენ სამუშაოებს." - აცხადებს თამარ მურალოვი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები