ახალი ამბები
შიდა ქართლის რეგიონში თვითიზოლაციაში 371 ადამიანი იმყოფება.
თვითიზოლაციაში მყოფი პირების გაზრდას დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილი ასე ხსნის.

„ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შემოსული პირის, 2-კვირიანი თვითიზოლაცია, სავალდებულო გახადა, შესაბამისად გაიზარდა ჩვენს რეგიონში ეს მაჩვენებელიც“

ამჟამად მხოლოდ გორში თვითიზოლაციაშ იმყოფება 156 ადამიანი. ხაშურში 38, ქარელში 23 ხოლო კასპში - 154.

„ თვითიზოლაციაში მყოფ პირებიდან, ჩვენი სამსახურის მიერ, კორონავირუსზე, სულ 82 ნიმუშია აღებული აქედან 3 პირს დაუდასტურდა COVID_19. ამ სამი ადამიანიდან 2 მკურნალობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.“ - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა

ყველა ის პირი, ვინც იმყოფება თვითიზოლაციაში მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ, რომ არ მოხდეს თვითიზოლაციის წესების დარღვევა. ხოლო ამ წესის დარღვევის შემთხვევაში გადაყვანილი იქნება სპეციალურად გამოყოფილ საკარანტინო ზონაში“

საქართველოში 27 მარტის მდგომარეობით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 81-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცენტრის ცნობით, მათ შორის გამოჯანმრთელებული არს 13 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 247 ადამიანს უწევენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები