ახალი ამბები
გორის თეატრი სპექტაკლების ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს
2020 წლის 28 მარტიდან გორის თეატრი სპექტაკლების ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს. ამის შესახებ qartli.ge-ს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, პირველი სპექტაკლი, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდება, იქნება ,,ანტიგონე", შემდეგ ,,ალუბლის ბაღი".

,,ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მაყურებლისთვის სპექტაკლები ეტაპობრივად გამოვაქვეყნოთ ინტერნეტ სივრცეში. ასევე, დაგეგმილი გვაქვს შემეცნებითი ვიდეორგოლების მომზადება და გამოქვეყნება, რომელიც მაყურებლისთვის იქნება საინტერესო" - ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

გორის თეატრმა მუშაობა 2020 წლის მარტის დასაწყისიდან შეწყვიტა. ჯერ კიდევ მსოფლიოში ახალი კოროვანირუსის პანდემიის გამოცხადებამდე თეატრში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. პარალელურად, დაიკეტა საბავშვო ბაღები, სკოლები, კვების ობიექტები.

მსოფლიო პანდემიის გამოცხადებამდე, გორის თეატრის დასი ახალი პრემიერისთვის ემზადებოდა. მსახიობები მუშაობდნენ ფლორიან ზელენის პიესის ,,ვაჟიშვილის" მიხედვით შექმნილ სცენარზე.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები