ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგება გრძელდება
გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგება დაიწყო. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აღმზრდელობითი პროცესი საბავშვო ბაღებში შეწყვეტილია.

qartli.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ პაკეტში შედიოდა:

1 კგ ფქვილი
1 კგ წიწიბურა
1 კგ მაკარონი
1 კგ ჰერკულესი
1 ლიტრი ზეთი
10 ც კვერცხი
1 ქილა შედედებული რძე (,,სგუშონი")

საბავშო ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აღსაზრდელების რიცხვი 6000-ს აღწევს.

პირველ ეტაპზე, სააგენტომ პროდუქტი მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გაანაწილა, ამ ეტაპზე შედგა ახალი მენიუ, რომელიც ყველა ბავშვზეა გათვლილი. ლია კოვზიაშვილი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე მენიუ განსხვავებული იყო, რადგან ის არსებული მარაგის საფუძველზე გაანაწილეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები