ახალი ამბები
,,გორიმოლის" მაღაზიაში მამაკაცი დააკავეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ,,გორიმოლის" შენობაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა შენობაში შეაღწია, ხოლო იქ მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გაქურდვას აპირებდა.

დაკეტილ შენობაში უცხო პირის არსებობის შესახებ თავდაპირველად დაცვის პოლიციამ შეიტყო, შემდეგ კი, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გამოიძახეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით (ქურდობის მცდელობა) დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები