შიდა ქართლის მაშტაბით სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ექთნების გადამზადება დაიწყო, რათა მათ შეძლონ სწრაფი ტესტის გამოყენება და სინჯის აღება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ქალაქის რომელიმე საავადმყოფოში კორონავირუსის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდება.

ამის შესახებ Qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ხემძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა უთხრა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანამდე, მედპერსონალმა უნდა იცოდეს, როგორ გაუკეთოს ტესტი პაციენტს.

,,ქვეყანაში ახალი კორონავირუსის Covid-19 შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილებამ დავიწყეთ გადამზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის: გორის, კასპის,ქარელის და ხაშურის თანამშრომლები პირადი დაცვის აღჭურვილობის და ნიმუშების ასაღებად პროტოკოლის მიხედვით. როცა ჩვენთან შემოვა სწრაფი ტესტები, მედპერსონალმა უნდა იცოდეს, როგორ აიღოს სინჯი და გაუკეთოს ტესტი პაციენტს იმ შემთხვევაში, თუ მას გამოუვლინდება კორონავირუსის კლინიკური ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გამოუვლინდებათ COVID-19 ის კლინიკური ნიშნები, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ჩაუტარებენ სწრაფ ტესტს კორონავირუსზე,“ - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში შიდა ქართლის მასშტაბით 295 ადამიანი იმყოფება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები