ახალი ამბები
18 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებულია დადასტურებული 90 შემთხვევიდან
29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დაინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, ამათგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფეცქიური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის არის 2 ბავშვი

"გაგეხარდებათ და გეტყვით, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის 2 ბავშვია. სულ არსებული 5 ინფიცირებული ბავშვიდან 2 უკვე გამოჯანმრთელებულია. სამი დაგვრჩება, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი რჩება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები